ინდოეთის ჩრდილოეთ შტატში, ჰიმაჩალ-პრადეშში ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა. ადგილბორივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან. ცხრა ადამიანი ემსხვერპლა მეწყერს ქალაქ შიმლაში, სადაც სტიქიამ ტაძარი გაანადგურა. ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 15-20 ადამიანი იმყოფება. მუსონური წვიმები ყოველწლიურად ინდოეთში ასობით ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.