აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წლისთავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავ სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრეს სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც. ომიდან 31 წლის შემდეგ ოპოზიციამ ყურადღება აფხაზეთის ოკუპაციასა და რუსული აგრესიის გაგრძელებაზე გაამახვილა. რა მოხდა 1992 წლის 14 აგვისტოს და როგორ იხსენებენ ამ დღეს პოლიტიკოსები, ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჟეტში.