საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა უსაფრთხოა, რასაც ექსპერტების დასკვნებიც ადასტურებს. მისი თქმით, უღელტეხილზე მეწყრის პოტენციური კერა იყო აღმოჩენილი, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და ამჟამად გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა.