შეიქმნება თუ არა შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია - ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებენ და საკუთარი კეთილდღობის გარდა არაფერზე ფიქრობენ, რაც მათი აზრით, პოლიტიკური გულგრილობის თვალსაჩინო ნიმუშია. თავისმხრივ მმართველი პარტიის დეპუტატები კი ამბობენ რომ გამოძიება უკვე დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არსებობს. თემაზე მთელი დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი მუშაობდა და ის გაგვაცნობს რა განცხადებებს აკეთებენ დეპუტატები მორიგი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.