შინაგან საქმეთა მინისტრი მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონიდან მამისონის სასაზღვრო სექტორზე გაემგზავრა. გომელაური რაჭაში, სასაზღვრო სექტორში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. სტიქიის ღამეს, მესაზღვრეებმა 8 ადამიანის უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყვეს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.