უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა, გასული კვირის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით 3 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს. მისი თქმით, ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, საერთო ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსული ძალები უშედეგოდ ცდილობდნენ დაებრუნებინათ დაკარგული ტერიტორია.