ირანში შიიტურ მეჩეთზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. შირაზში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. სამართალდამცველებმა ერთ ეჭვმიტანილი დააკავეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. შირაზში იმავე შიიტურ მეჩეთზე თავდასხმა გასული წლის ოქტომბერშიც მოხდა, აფეთქებას 15 პირი ემსხვერპლა.