აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავ რჩება სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად. პემიერის განმარტებით, აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება ქვეყნისთვის საუკეთესო პერსპექტივაა, სახელმწიფოს გონივრული, სამშვიდობო პოლიტიკა კი ამ მიზანთან გვაახლოებს.