უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროები ზოგჯერ ერთ კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე 5 რუსულ ნაღმს აწყდებიან.
„დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთი ნაღმია. რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესანგრეები და გვაქვს თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული", - აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.
ამასთან, დნიპროს მეჩნიკოვის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, სერჰი რიჟენკოს განცხადებით, დღეში 50-დან 100-მდე ჯარისკაცს იღებს და მათი უმრავლესობის დაზიანებების მიზეზი არტილერიის შემდეგ ნაღმებია.