რუსულმა ძალებმა, დღეს დილით, ხერსონის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 23 დღის ბავშვია.
ამასთან, თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობა კრიტიკულია.