ოპოზიიცის მიერ გამოთქმულ კრიტიკას არ იზიარებს მმართველი პარტია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რაჭაში მომხდარი სტიქიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, ოპოზიციის განცხადებები კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. სახელისუფლებო გუნდი აცხადებს, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიზანი დეზინფორმაციის უფრო მეტად გავრცელება იქნება, ამიტომ მას მხარს არ დაუჭერენ.