შეიქმნება თუ არა შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია - ოპოზიციის ნაწილი სახელმწიფო უწყებების მიერ დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და კომისიის მნიშვნელობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებენ და საკუთარი კეთილდღობის გარდა არაფერზე ფიქრობენ, რაც მათი აზრით, პოლიტიკური გულგრილობის თვალსაჩინო ნიმუშია. მათივე განმარტებით, მმართველი პარტია კორუფციულ გარიგებებში რომ არ იყოს ჩართული, საქართველო არაერთი ტრაგედიის თავიდან აცილებას შეძლებდა.