ჰავაიზე, მასშტაბური ხანძრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა. კუნძულ მაუის დასავლეთით გავრცელებული სტიქიის 80%-ს მეხანძრე-მაშველები უკვე აკონტროლებენ. მუშაობა გრძელდება მოსახლეობის ევაკუაციაზეც. მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. დაზიანდა ან განადგურდა 2200-ზე მეტი ნაგებობა. დამწვარია 850 ჰექტარი ტერიტორია.