უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანი მზადაა, უკარაინას ახალი ჰუმანიტარული პაკეტი მიაწოდoს, მათ შორის ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა. ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდა პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი თქმით, ამჟამად 174 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია სახიფათოა ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო.