უკრაინა ისრაელთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს. "კიევ პოსტი" წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინა ისრაელის "რამშტაინის" ფორმატიდან გარიცხვას მოითხოვს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნულია, ამის მიზეზი უკრაინის მიმართ არამეგობრული ქმედებები და საერთაშორისო ასპარეზზე პრორუსული პოზიციაა. გავრცელებული ინფორმაციით, არის ეჭვი, რომ ისრაელი "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას თავისი ინტერესებისთვის იყენებდა. უკრაინის ელჩის განცხადებით, უკრაინელი ტურისტების 10% ახსნა განმარტების გარეშე ისრაელიდან დეპორტირებულია.