რუსულმა ძალებმა ივანო-ფრანკივსკის ოლქის კოლომიის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 8 წლის ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
"რუსულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტები ივანო-ფრანკივსკის ოლქის ინფრასტრუქტურას ესროლეს. რაკეტა კოლომიის რაიონში მდებარე კერძო სახლის ტერიტორიაზე დაეცა. თავდასხმის შედეგად 8 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ზუსტდება", - აცხადებენ უწყებაში.
ივანო-ფრანკივსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სვეტლანა ონიშჩუკის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.