ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვალების რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის დაკარგულად 1000-ზე მეტი ადამიანი ითვლება. ჰავაის გუბერნატორის ჯოშ გრინის განცხადებით, ხანძრის შედეგად 1 700-მდე შენობა განადგურდა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% აღარ არსებობს. გუბერნატორი ტყის ხანძრებს ჰავაის შტატის ისტორიაში ყველაზე დიდ ბუნებრივ კატასტროფას უწოდებს და აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.