პარტია „ლელო“ საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნასა და რიკოთის სარეაბილიტაციო პროექტის საერთაშორისო აუდიტს ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს უსაფრთხოების, ეკოლოგისა და ფინანსების მიმართულებით, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.პარტიაში განმარტავენ, რომ 3 ჩინური კომპანია, რომელიც რიკოთი უღელტეხილზე სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მუშაობს სხვა პროექტებში სერიოზულ კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული. ხელისუფლება ლელოს მოთხოვნას სპეკულაციად მიიჩნევს.