ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა თავის რუს მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავნა, რომლის თანახმად, კომპანია Windows-ის ოპერაციული სისტემების ლიცენზიების გაგრძელებას წყვეტს. მხარდაჭერის ბოლო ვადა 30 სექტემბერი იქნება. რუსული მედიის ცნობით, გამოწერები ამ ვადის ამოწურვამდე დარჩება ძალაში, მაგრამ მათი გახანგრძლივება შეუძლებელი იქნება.