გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელისთვის სტილისტების მომსახურებაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან 55 000 ევრომდე დაიხარჯა მას შემდეგ, რაც მას კანცლერის პოსტი უკვე დატოვებული ჰქონდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Tagesspiegel, სააგენტოს ჟურნალისტის მიერ გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხა 2021 წლის შემდეგ კოსმეტიკაზე, სტილისტებისა და მაკიაჟის სპეციალისტების მომსახურებაზე მაშინ დაიხარჯა, როდესაც მერკელი ქვეყნის კანცლერის მოვალეობას აღარ ასრულებდა.
გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნის გარეგნობაზე ზრუნვა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველთვიურად საშუალოდ 3 000 ევრო უჯდება, რასაც ისინი არამიზნობრივ ხარჯებს უწოდებენ.
გამოცემის ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს გერმანიის ახალი კანცლერის ოლაფ შოლცისთვის ფოტოგრაფებია და მაკიაჟის სპეციალისტების მომსახურებაზე ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტიდან 1.5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.