პოლონეთი ბელარუსის საზღვართან, მესაზღვრეების მხარდასაჭერად, დამატებით 10 000-მდე ჯარისკაცის გადაყვანას გეგმავს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშაკის განცხადების მიხედვით, ქვეყნებს შორის საზღვარზე, დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი განთავსდება, საიდანაც 4 000 მესაზღვრეების მხარდაჭერაში პირდაპირ ჩაერთვება, ხოლო 6 000 რეზერვში იქნება. მისივე თქმით, სამინისტრო ჯარებს ბელარუსის საზღვართან უფრო ახლოს აგრესორის შესაჩერებლად გადაანაწილებს, რათა ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავდასხმა პოლონეთზე ვერ გაბედოს.