ჰავაის მაუის კუნძულზე ტყის ხანძრებს მინიმუმ 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, ცხედრები ლაჰაინას დასახლების ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის და სამაშველო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. კუნძულიდან, რომელიც მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია, ევაკუირებულია 11 400 ადამიანი, კიდევ ათასობით მოქალაქე კი ევაკუაციის მოლოდინშია.