საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, სტიქიიდან მალევე სამაშველო ღონისძიებაში 400 - მეხანძრე - მაშველი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო. მისივე თქმით, სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას - მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები. თუმცა სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.