უკრაინაში იერიშები ზაპოროჟიეს მიმართულებით განხორციელდა. დაიბომბა საცხოვრებელი უბანი. დაიღუპა 3 და დაშავდა 9 ადამიანი. დაზარალებულებს შორისაა 11 თვის ბავშვი. რუსეთის ჯარისკაცებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში შეტევა 6 მიმართულებით სცადეს. ფრონტის ხაზზე სულ 30-მდე საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. თავდასხმის შედეგად განადგურდა ნავთობბაზა. აფეთქებების ხმა ისმოდა ყირიმშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცახდებენ, რომ თავდასხმა დრონებით მოხდა.