ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანმა“ „მაკაბი ჰაიფას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
როგორც ყოველთვის, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და კარგი მატჩიც ჰქონდათ, თუმცა მათი კარგი თამაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიულ უპირატესობას „სლოვანი“ ფლობდა. ანგარიში მე-5 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. თავი პიეროტმა გამოიჩინა. ვაისის გუნდი მარცხს არ ეგუებოდა და სულ მალე, მე-12 წუთზე წონასწორობა აღადგინა. ზუსტად 3 წუთში „მაკაბი“ დაწინაურდა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:1 დაფიქსირდა.
მეორე ტაიმში, „სლოვანი“ ბევრს ცდილობდა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა. ვაისის გუნდიდან მეორე ყველაზე მაღალი შეფასება Sofascore-ის მიხედვით ჯაბა კანკავას(7.1) ერგო, ხოლო გურამ კაშიამ 6.8 დაიმსახურა.
ცნობისთვის, „სლვანისა“ და „მაკაბი ჰაიფას“ განმეორებითი შეხვედრა 15 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.