გორის დილა ბოლო ქართული კლუბია, რომელიც 2023/24 წლების სეზონში საქართველოს ევროტურნირებზე წარმოადგენს. გორელები დღეს, 10 აგვისტოს 21:00 საათზე ნიქოზიის აპეოლს დაუპირისპირდებიან.
ევროსეზონის დაწყების წინ ალბათ, ყველაზე ნაკლები მოლოდინი სწორედ ანდრეი დემჩენკოს გუნდისგან იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდმა ყველაზე მეტი შეძლო, და ყველაზე კარგად ითამაშა, რაც შედეგშიც აისახა. დილამ ორჯერ მოახერხა წყვილში აუტსაიდერის პოზიციიდან გამარჯვება. ჯერ სლოვაკური დუნაისკა სტრედა დაამარცხა შემდეგ კი პოლტავას ვორსკლასთანაც იგივე გაიმეორა
გორელთა რიგებში უდავოდ გამორჩეულია ბარბადოსელი გარემარბი ტიერი გეილი, რომელიც გადამწყვეტ მატჩებში გამოკვეთილი ფიგურა იყო.
დილამ წინა მატჩები გორში ჩაატარა, მაგრამ ამჯერად, "დინამო არენაზე" ითამაშებს, რადგან "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონი უეფას მოთხოვნებს მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის სამასპინძლოდ ვერ აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ „აპოელის“ რიგებში საქართველოს ნაკრების წევრები, გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი თამაშობენ. ორივე ძირითადი შემადგენლობის წევრია და კონფერენსლიგის წინა წრეში სერბულ ვოივოდინასთან გოლებიც გაიტანეს.
ყველა ფაქტორისა და ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, აპოელ-ი წყვილში ფავორიტია, მაგრამ გორელებს დასაკარგი არაფერი აქვთ, თანაც, გუნდმა აჩვენა, რომ ბოლომდე ბრძოლა შეუძლია.