იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. როგორც იტალიური მედია გადარჩენილებზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფას გადარჩენილმა ოთხმა ადამიანმა მაშველებს უამბო, რომ ისინი ნავზე იმყოფებოდნენ, რომელიც ტუნისიდან ევროპის მიმართულებით მიდიოდა და იტალიის სანაპიროსკენ გზად ჩაიძირა. მათი თქმით, ნავში სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ბავშვი იყო. BBC-ის ცნობით, მიმდინარე წელს ევროპის ქვეყნებში ჩაღწევის მცდელობისას ხმელთაშუა ზღვაში სულ მცირე 1800 ადამიანი დაიხრჩო.