საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ინდიგომ ინდოეთის დედაქალაქ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი გვიან ღამით შეასრულა. პირველი რეისით ჯამში 325-მა მგზავრმა ისარგებლა. დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.