შოვში გარდაცვლილთა სტატისტიკა შეიცვალა. სტიქიური უბედურების ზონაში დილიდან ორი დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთა ვინაობა ჯერ უცნობია. ადგილზე სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუშაობას 90-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა განაგრძობს. დაწყებულია მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი ხიდის ნაცვლად, ახალი ხიდის მონტაჟის სამუშაოებიც.