რა შანსები აქვს საქართველოს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინშია. მმართველი გუნდის შეფასებით, საქართველომ იმ კონდიციას მიაღწია, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს. ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ქართული ოცნება ანტიდასავლური განცხადებებისგან თავს შეიკავებს, რითიც შესაძლებელი იქნება ისტორიული შანსის გამოყენება. მათი შეფასებით, მხოლოდ მმართველი გუნდის დამსახურებაა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი სახვეწარი აქვს.