საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართული მსოფლიოს 31-ე საუნივერსიტეტო თამაშების მე-3 ადგილისთვის მატჩში იმარჯვა და ისტორიაში პირველად ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.
ქართველი წყალბურთელების მეტოქე აშშ იყო, რომელსაც ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარა და 6:7 წააგო, ამჯერად კი, ჩვენმა წყალბურთელებმა რევანში აიღეს.
თამაშის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 6:1 მოიგო, მე-2 ნახევარში კი ფრე (6:6) დაფიქსირდა და საბოლოოდ, ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებლად – 12:7 მოიგო.
უნივერსიადის ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში უნგრეთთან ბოლო მეოთხედი 0:5 (!) დათმო, თუმცა, გამარჯვება მაინც არ გასჭირვებია – 13:11.
ცნობისთვის, ეს ის იტალიაა, რომელთან ნახევარფინალშიც საქართველო ერთადერთი ბურთის სხვაობით – 10:11 დამარცხდა.