თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ბედი დასავლეთზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, ომის პირობებში შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებზე არის დამოკიდებული, რომლებმაც მოცემული პირობები უნდა შეასრულონ. ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის პოზიცია მკაფიო რჩება და თუ ომი შავ ზღვაშიც გადავა, ეს მთელი რეგიონისთვის უმძიმესი კატასტროფა იქნება.