ორ სამ აგვისტოს, ორი დღის განმავლობაში „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ მონაწილეობით, სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო ტურის ფარგლებში ციხის რებრენდინგის პროექტის შედეგების, ასევე „ახალციხის ციხის“ მარკეტინგული და პიარ სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მედიის, ტურისტული კომპანიების, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, კვების ბლოგერები და ინტერნეტ ინფლუენსერები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ახალციხის საზოგადოების და სამცხე-ჯავახეთის დმო-ს წარმომადგენლები.