რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა. მისი თქმით, აღნიშნული პირის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მათ ბიბილეიშვილის ახლობელმა მიაწოდა.
როგორც მინისტრი განმარტავს, პიროვნებამ, რომელმაც ზურაბ ბიბილეიშვილის დაკარგვის შესახებ განაცხადა, სახელი და გვარი არასწორად თქვა, თუმცა დაზუსტების შემდეგ მყისიერად მოხდა აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირება.