მდინარე იორში მოზარდი დაიხრჩო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინების საფუძველზე მოხდა ჯგუფის შემთხვევის ადგილზე გაგზავნა, თუმცა, იმ დროს, როცა სახანძრო სამაშველო ჯგუფი ადგილზე მივიდა, მოზარდი მდინარიდან მოქალაქეების მიერ უკვე ამოყვანილი იყო.
სამაშველო ჯგუფმა მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მოზარდის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.