უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის მიზნით დაგეგმილი შეთქმულება აღკვეთეს. უწყების მტკიცებით, ოკუპანტი ზელენსკიზე თავდასხმას ნიკოლაევის ოლქში გეგმავდა. სპეცსამსახურებმა დააკავეს ადგილობრივი ქალი, რომელიც ოლქში ჩასული უკრაინის პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და უკრაინის სამხედრო ობიექტების განლაგების შესახებ ცნობებსაც აწვდიდა.