აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე პოლიტიკური მხარეები ომის დაწყების თარიღზე ისევ ვერ თანხმდებიან. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, მათი ოპონენტები გამოგონილი თემებით საზოგადოების პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ. ოპოზიცია კი ფიქრობს რომ ომის წლისთავის გახსენება 8 აგვისტოს რუსული პროპაგანდის ნაწილია, რადგან რუსული ჯარი საქართველოში 7 აგვისტოს შემოვიდა.