თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, მისი ქვეყანა რუსეთის მიერ გაუქმებული მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას შეეცდება. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ანკარისთვის მთავარ პრიორიტეტს შავი ზღვის რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნება წარმოადგენს.