ნორვეგიაში შტორმს მეწყერი და ქვათაცვენა მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სტიქიის გამო პრობლემებია საავტომობილო გზებზე. ასევე, შეფერხებით მუშაობს რკინიგზა და გაუქმდა ავიარეისების ნაწილი. ნორვეგიის დედაქალაქსა და ოსლოს აეროპორტს შორის სარკინიგზო მიმოსვლა ამ დრომდე დარღვეულია. სტიქიის გამო ათობით ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან არსებობდა მათი სახლების დატბორვის საფრთხე.