საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.
მისივე თქმით, დღეს მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი და ადამიანის ფრაგმენტი.
„გიდასტურებთ, მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. მიმდინარეობს კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რათა უფრო მეტად გავაფართოვოთ ძებნა-შველის არეალი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებაზე საუბარი ნაადრევია“,-აღნიშნა მღებრიშვილმა.