აშშ-ში აღმოსავლეთ ნაწილს ძლიერი შტორმი თავს დაატყდა. საფრთხის ფონზე ქვეყანაში 4 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო. მეტეოროლოგების პროგნოზით, აღმოსავლეთ შტატებში ძლიერი ქარი, ტორნადოები და უხვი ნალექებია მოსალოდნელი. მერილენდსა და ვირჯინიაში 200 000-ზე მეტ სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სტიქიის გამო ვაშინგტონში ბიბლიოთეკები, მუზეუმები, მუნიციპალური და და ფედერალური სამსახურები დროებით დაიხურა.