იტალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. მედიის ცნობით, იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ივლისში, რეკორდული სიცხეების ფონზე, ჩვეულებრივზე შვიდი პროცენტით მეტი გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეკორდულმა ტემპერატურამ 75 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მეტი შემთხვევა გამოიწვია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი აღმოჩნდა სამხრეთ იტალიის ქალაქებში, როგორებიცაა ბარი, კატანია და რეჯო-კალაბრია.