მმართველი პარტია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ოცნების გუნდი აცხადებს რიმ გარკვეული ძალები საზოგადოების ემოციებით მანიპულირებას და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ. ხელისუფლების პასუხად შოვში მომხდარი ტრაგედიის ობიექტური გამოძიების საჭიროებაზე საუბრობს ოპოზიცია. მათი განცხადებით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირობებში ზარალი ბევრად უფრო ნაკლები იქნებოდა.