ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინების ნავებს წყლის ჭავლით თავს დაესხა. დასავლური მედიის შეფასებით, ესკალაცია ხდება ისედაც დაძაბულ ვითარებაში, როდესაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეებიერთობლივი ამ გეოგრაფიულ არეალში, პატრულირების გეგმებს აჩქარებენ. მედიის ცნობით, ფილიპინების ნავი სადავო არქიპელაგის მახლობელ კუნძულზე ცდილობდა, ფილიპინელი საზღვაო ქვეითთა გარნიზონისთვის მარაგი მიეწოდებინა.