რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის ქალაქ ხერსონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, გასულ ღამეს რეგიონული ცენტრის ყველა რაიონს თავს არაერთხელ დაესხნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას ორი მაშველი დაშავდა. უკრაინული მედია წერს, რომ 7-ი აგვისტოს ღამეს რუსეთის არმიამ დნეპრო პეტროვსკის რაიონზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, რამაც ხანძარი გააჩინა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „ეს 300“-ის ტიპის რაკეტებით იერიში მიიატანეს ხარკოვის რეგიონზეც. სამიზნე, დასახლებული პუნქტები იყო.