2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიდერები ეხმაურებიან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოფიციალური კიევი ქართველი ხალხის გვერდით დგას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს. საქართველოს სუვერენული ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას ასევე გმობენ ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონის საგარეო საქმეთა მინისტრები. რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 15 წლის გასვლას ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. ევროპელი პოლიტიკოსი „ტვიტერზე“ წერს, რომ 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება.