დამანგრეველი სტიქიის შედეგად შოვში 18 ადამიანია გარდაცვლილი. ამ დრომდე 16 ადამიანს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში ძებნა-შველის ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმეი მიმდინარეობდა. სამაშველო სამსახურისა და თავდაცვის ძალების გარდა სტიქიის ადგილას იმყოფება საქართველოს წითელი ჯვრის გუნდიც. როგორია ამ დროისთვის ვითარება შოვში.