ბუდაპეშტის მასტერსზე ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი განმეორდა - ქართული დაპირისპირება ოქროს მედლისთვის.
90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს შეხვდა.
მოლოდინისამებრ ფინალი ძალიან დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ კი ბექაურმა გამარჯვება მოახერხა, რომელმაც გოლდენ სქორში 3 გაფრთხილების ხარჯზე აჯობა მაისურაძეს. მათ შორის პირად შეხვედრებშიც ანგარიში გათანაბრდა - 2:2. ამგვარად, ბუდაპეშტის მასტერზე ლაშა ბექაურმა ოქრო, ხოლო მაისურაძემ ვერცხლი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ბექაურმა სამივე შეხვედრა იპონით მოიგო ბრიტანელი ჯამალ პეგრეივის, აზერბაიჯანელი მურად ფატიევისა და უზბეკი დავლატ ბობონოვის წინააღმდეგ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო უზბეკ ჯახონგირ მამატრახიმოვთან 16 წამში იპონით მოგებული ბრძოლა.