რაჭაში სტიქიის ზონაში სამაშველო-სამსახურისა და თავდაცვის ძალების გარდა ასევე მობილიზებულია საქართველოს წითელი ჯვრის გუნდიც . ისინი სტიქიის ადგილას შეკრებილ მოსახლეობას ფსიქო-სოციალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. წითელი ჯვრის წარმომადგენლის თქმით სტიქიის ზონაში ჩართულები არიან ევროპის წითელი ჯვრის ფედერაციისა და ჟენევის ოფისები.