უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტი მიმდინარე ძიუდოისტთა 2023 წლის მასტერსზე საქართველოს პირველი მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. 31 წლის ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა 73 კგ-მდე წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში თანაგუნდელ გიორგი ტერაშვილს სძლია და ორჯერ ვაზარზე დააგდო.ბუდაპეშტის დარბაზში საინტერესო ეპიზოდი ქართველი ძიუდოისტების შეხვედრის დასაწყისშიც მოხდა. ლაშამ და გიორგიმ ერთმანეთს ხელი მეგობრულად ჩამოართვეს, მსაჯმა კი ამის გამო ორივე გააფრთხილა. ამით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა დარბაზში სტვენა დაიწყეს, შედეგად კი მსაჯმა მეტოქეებს შიდოები გაუუქმა.ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა შავდათუაშვილმა ბუდაპეშტში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და კუბელ მაგდიელ ესტრადას ვაზარით, გერმანელ იგორ ვანდკეს კი იპონით აჯობა. ლაშამ 1/4-ფინალში უზბეკ მუროდჟონ იულდოშევთან გაფრთხილებებით დამარცხდა, რის შემდეგაც რეპეშაჟში გადაერთო და იქ კოსოვოელ აკილ გიაკოვას იპონით აჯობა.